შემოდგომის ფერები
პროექტის აქტუალობა : ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვება, ფერთა საოცარი ჰარმონიის აღქმა,თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან შეჯერება.
პროექტის მიზანი : დაკვირვების უნარის განვითარება, კომუნიკაბელურობის, შემოქმედებითი უნარ- ჩვევებისგამომუშავება და განმტკიცება, საკუთარი აზრის გამოთქმის და მსჯელობის უნარების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი : მე- 4 კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა: 3 დღე
საჭირო რესურსი : სახატავი მასალა, ფურცლები, წებო, მაკრატელი, სხვადასხვა ფერის და ზომის ფოთლები ,პროექტორი .
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ ისაუბრონ ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე,ფერთა მრავალფეროვნებაზე, შეძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას,დაამზადებენ აპლიკაციებს , ნახატებს.
პროექტის მსვლელობა : კლასში შევიმუშავეთ პროექტის გეგმა და აქტივობები. პროექტის მიმდინარეობა გავწერეთ 3 დღეზე შემდეგნაირად:
დღე პირველი : პროექტორის საშუალებით ვაჩვენე შემოდგომის სურათები, პეიზაჟები, მოვაწყეთ დისკუსია წელიწადის დროებზე, გაიხსენეს ლექსები შემოდგომაზე. ჩავატარე ხატვა " შემოდგომის ფერები" დამოვაწყეთ ნახატების გამოფენა.
დღე მეორე : გაკვეთილების შემდეგ სკოლის ეზოში შევაგროვეთ სხვადასხვა ფერის და ზომის ფოთლები. ასევე მივეცი დავალება მოეძებნათ სახლში კიდევ სხვადასხვა ფერის და ფორმის ფოთლები.
დღე მესამე : შეგროვილი ფოთლებით დაამზადეს აპლიკაციები. სამუშაოს დამთავრების შემდეგ მოვაწყვე თ ნამუშევრების პრეზენტაცია და გამოფენა.
საგნებთან კავშირი: ბუნება, ქართული, ხელოვნება, ისტ
პროექტის ხელმძღვანელი : ნ. კოლიაშვილი
No comments:
Post a Comment